2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №293 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო |
|
ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური
ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით”, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას.
ა) ფულადი მხარდაჭერა;
ბ) სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.
ა) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის);
ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით;
გ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატება/აღიარებისთვის.
ა) მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, ასევე გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ბ) თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და სტიმულირება თემში სერვისებზე ხელმიუწვდომლობის აღმოფხვრის მიზნით;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებულია სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით.
2. მოსწავლეებზე ჯილდოს გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო სკოლის ოფიციალური წერილის საფუძველზე.
3. ვაჟა-ფაშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის ერთჯერადად შეადგენს 100 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წარმატებული მოსწავლის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საჯარო სკოლის ოფიციალური წერილი;
ე) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.
5. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა , ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი
2. სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.
3. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. ვაჟა-ფაშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 300 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
დ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;
ე) სერთიფიკატის ასლი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და სხვა პროექტებში მონაწილეობის შესახებ.
ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. პროფესიული სასწავლებელების სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.
3. ჯილდო პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 300 ლარს.
4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობი მითითებით;
დ) ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. ჯილდო შეადგენს წარმატებულ მოქალაქეზე ერთჯერადად 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ჯილდოს გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
3. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.
4. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც იდეის მოწონების შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს საგარანტიო წერილის გაცემის თაობაზე, ხოლო პროექტის მოწონებისა და გამარჯვების შემთხვევაში მისი თანამონაწილეობით დაფინანსების თაობაზე.
5. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სოციალური ინიციატივის/პროექტის შესახებ (პრობლემა, გადაწყვეტის გზა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა და სხვ.) და სრულად ან ნაწილობრივ უგვარებდეს პრობლემას მინიმუმ ერთ თემს, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ან თვითდასაქმებულების გაჩენას;
ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;
გ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში ამხანაგობა ან ა.ა.ი.პ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
3. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.
4. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც დადებითი შეფასების გაკეთების შემთხვევაში შუამდგომლობას წარუდგენს მერს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები შუამდგომლობის საფუძველზე მზადდება წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის თანხმობის გაცემის შესახებ, ხოლო საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
6. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სოციალური ინიციატივის/პროექტის შესახებ (პრობლემა, გადაწყვეტის გზა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა და სხვ.) და სრულად ან ნაწილობრივ უგვარებდეს პრობლემას მინიმუმ ერთ თემს, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ან თვითდასაქმებულების გაჩენას;
ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;
გ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში - ამხანაგობა ან ა(ა)იპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საბანკო რეკვიზიტები.
2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.