„2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N293 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №299

2020 წლის 31 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

„2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №293 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  შემდეგი ცვლილება  „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №293 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016397): 

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“, მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა ფულადი სახით

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების (მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით) ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების იმ სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს თემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერებას.

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც იდეის მოწონების შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს საგარანტიო წერილის გაცემის თაობაზე, ხოლო პროექტის მოწონებისა და გამარჯვების შემთხვევაში მისი თანამონაწილეობით დაფინანსების თაობაზე. 

4. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სოციალური ინიციატივის/პროექტის შესახებ (პრობლემა, გადაწყვეტის გზა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა და სხვ.) და სრულად ან ნაწილობრივ უგვარებდეს პრობლემას მინიმუმ ერთ თემს, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ან თვითდასაქმებულების გაჩენას;

ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

გ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ააიპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა არაფულადი სახით

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია მატერიალური (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა საკრებულოს თანხმობით) რესურსის გაცემის ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც დადებითი შეფასების გაკეთების შემთხვევაში შუამდგომლობას წარუდგენს მერს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები შუამდგომლობის საფუძველზე მზადდება წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის თანხმობის გაცემის შესახებ, ხოლო საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

5. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სოციალური ინიციატივის/პროექტის შესახებ (პრობლემა, გადაწყვეტის გზა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, მდგრადობა და სხვ.) და სრულად ან ნაწილობრივ უგვარებდეს პრობლემას მინიმუმ ერთ თემს, პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ან თვითდასაქმებულების გაჩენას;

ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

გ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ა(ა)იპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საბანკო რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიავთანდილ მუხაშავრია