მუხლი 72. თბილისის მერია1. თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნ
თავი IX — თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა
2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა.
3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (05.02.2014).
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. თბილისის მერია1. თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. 2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა. 3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
…ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე, 79-ე, 1181-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის…
საქმე №ბს-53(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
…დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3, მე-15, 61-ე, 62-ე, 72-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, 84-ე, 861 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის…
საქმე №ბს-954(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2025
…ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის…
საქმე №ბს-743(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირების ფარგლებში, გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ (შპს „...“) უზრუნველყო აღნიშნული ხის დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გატანა. წარმომადგენელი აპელირებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 72-ე, 106-ე მუხლებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის N11-58 დადგენილების მე-6 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე…
საქმე №ბს-371(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
…50-ე მუხლის თანახმად, მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების…
მუხლი 23. საბრძოლო მომზადების რაიონები— ,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 72, №1958-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2244429/muxli-72/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია