(1) თუ 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანო განიხილავს შესაძლებლობას მოათავსოს ბავშვი მიმღებ ოჯახში ან ორგანიზაციაში მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის, ან უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვა “კაფალას” ან ანალოგიური ურთიერთობის დადგენით და თუ ასეთი განთავსების ან ზრუნვის უზრუნველყოფას ადგილი უნდა ჰქონდეს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, აღნიშნული ორგანო ჯერ კონსულტაციებს ატარებს უკანასკნელი სახელმწიფოს ცენტრალურ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოსთან. ამ მიზნით ის წარადგენს ანგარიშს ბავშვის შესახებ სავარაუდო განთავსების ან ზრუნვით უზრუნველყოფის მიზეზების მითითებით.
(2) გადაწყვეტილება განთავსების ან მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სახელმწიფოში, სადაც იგზავნება მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ სახელმწიფოს ცენტრალური ან სხვა კომპეტენტური ორგანო, სადაც იგზავნება მოთხოვნა, თანხმობას განაცხადებს განთავსებაზე ან მზრუნველობით უზრუნველყოფაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.