(2) იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ არ ცხოვრობს, ამ სახელმწიფოში მცხოვრები მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს ან ჰქონდეს წვდომა ბავშვთან, შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია ან მტკიცებულებები და გამოიტანონ დასკვნა ასეთი მშობლის უნარის შესახებ განახორციელოს წვდომა და პირობების შესახებ, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს წვდომა. ორგანო, რომელსაც 5-10 მუხლების შესაბამისად გააჩნია იურისდიქცია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვთან წვდომის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებამდე იღებს და განიხილავს ასეთ ინფორმაციას, მტკიცებულებებსა და დასკვნას.
(3) ორგანოს, რომელსაც 5-10 მუხლების შესაბამისად გააჩნია იურისდიქცია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვთან წვდომის შესახებ, შეუძლია შეაჩეროს პროცედურა მე-2 პუნქტის თანახმად გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, კერძოდ, ბავშვის მანამდე ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში მიღებული წვდომის უფლების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ განცხადების განხილვისას.
(4) არაფერი წინამდებარე მუხლში არ უქმნის 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოს შეფერხებას მიიღოს დროებითი ზომები მე-2 პუნქტის თანახმად გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდ