იმ ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნით, რომელთანაც ბავშვს გააჩნია უფრო მჭიდრო კავშირი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა და იმყოფება, უშუალოდ, სახელმწიფო ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, შეუძლია:
ა) წარადგინოს ანგარიში იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება ბავშვი;
ბ) გაუგზავნოს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნა ბავშვის პიროვნების ან ქონების დასაცავად ზომების მიღების აუცილებლობის განხილვის შესახებ.