მუხლი 74. თბილისის მთავრობა1. თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულ
თავი IX — თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა
2. მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან.
3. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.
4. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
5. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (05.02.2014).
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. თბილისის მთავრობა1. თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. 2. მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან. 3. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე. 4. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. 5. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
…აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე, 79-ე, 1181-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის…
საქმე №ბს-170(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
…ხოლო 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის მთავრობა არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული…
საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
…კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ვ1“ ქვეპუნქტზე, 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ქ1“ ქვეპუნქტზე, 74-ე მუხლის პირელ ნაწილზე, 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ…
საქმე №ბს-361(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2020
…მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის მთავრობა არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით…
…ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თბილისის მთავრობა(შემდგომ-მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული…
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 74, №1958-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2244429/muxli-74/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია