გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
330310018002738721
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7418-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - რ--------------

წარმომადგენელი-თ------------

მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

წარმომადგენელი-გ-------------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის N----------- განკარგულება რ--------------ს 2018წლის 05 ოქტომბრის N----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში(განკარგულების ,,ბ’’ პუნქტის ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა N------------67 განაცხადზე- ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ საქმიან ზონა 1-ით(სსზ-1) ცვლილებაზე ქალაქ თბილისში, ს-----------------------------------------------–---------–----------------------------ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: N0---------------- ფართობი: 2------მეტრი)(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-14).

 

1.2. დაევალოს ქალაქ თბილისის მთავრობას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ--------------ს მიერ 2018წლის 05ოქტომბრის N----------- განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და მოხდეს რ--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ს-----------------------------------------------–--------–----------------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: N0---------------- ნაწილზე(ფართობი 3-----ვ.მ) ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1-ით(სსზ-1) ცვლილება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-14).

 

მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ქ-------------------------–---------–-----------------------------------------დ ფართობი: 3------ კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N---------------- და გადაწყვიტა თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა ორი ზონა-სამრეწველო ზონა 1(ს-1) და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1(სსზ-1). გამომდინარე იქედან, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად აუცილებელი არის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონა იყოს საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 1(სსზ-1) და ასევე დასადგენი იყო განაშენიანების პარამეტრები, 2018 წლის 05 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნით, კერძოდ- ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 1-ის(სსზ-1) ცვლილებაზე, განცხადებას თან დაურთო განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ნაკვეთის მდებარეობა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მონაცემები მათი ფუნქციური დანიშნულების მითითებით, მიწის ნაკვეთის გეგმა, სიტუაციური გეგმები, სადაც მონიშნული იყო მოსარჩელისა და მეზობელი მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები და ფუნქციური ზონები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ შეტანილ განცხადებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს მიღებული იქნა განკარგულება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, ხოლო საფუძვლად მითითებული იქნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოქცეული არის სამრეწველო ობიექტების არეალში, რომელსაც არ ესაზღვრება საცხოვრებელი სახლები შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მის საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების ფუნქციური დანიშნულება, არის საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 1. აღნიშნულ ზონაში არის მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილიც, ასევე ნაკვეთს სამხრეთ- დასავლეთით ესაზღვრება საცხოვრებელი ზონა 6. აღნიშნულ ნაკვეთზე გაცემული არის მშენებლობის ნებართვები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის და მშენებლობები არის თითქმის დასრულებული. ნაკვეთებს აქვს მისასვლელი გზა, ქონების მიმდებარედ არის ორი სკვერი ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სარეკრეაციო ზონა 2 -ით დატვირთული.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ--------------------------–---------–-------------------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------- დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1--------------------; 0---------------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №2-საერთო ფართით 5---- კვ.მ(მათ შორის: პირველი სართული 2-.2- კვ.მ, 2-ე სართული: 3-.3-კვ.მ) №1, საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ--------------ს სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N----, დამოწმების თარიღი: 0---------, ქ.თბილისის საკრებულო, სანოტარო წესით 20-5წლის 25 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება(რეესტრის N------ ნოტარიუსი ა-–--–--–---–-).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ. 2--22)

 

3.1.2. 2018 წლის 5 ოქტომბერს, რ--------------მ N------------67 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ს-----–---–-------------ს (ს-1) საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა 1-ით (სსზ-1) ცვლილება ქალაქ თბილისში, ს-----------------–-------------------------------–--------–------------------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე(საკადასტრო კოდი:№0----------------ფართობი: 3-----ვ.მეტრი).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის №---8--.1--- განკარგულებით(განკარგულების ,,ბ’’ პუნქტი) უარი ეთქვა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №------ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებას შემდეგ საკითხებზე: 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------------- განცხადება- ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა 1-ით (სსზ-1) ცვლილება ქალაქ თბილისში, ს-----------------–-------------------------------–--------–------------------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოიდი:№0---------------- ნაწილზე(ფართობი:3-----ვ.მეტრი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018წლის 25ოქტომბრის განკარგულება №---8--.1--- ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30დეკემბრის №------ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 18-20)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი განმარტებით ბარათით ირკვევა, რომ ქ.თბილისში ჯ-------------------------------------------------------------------------------------- მიწის ნაკვეთზე ხდება კვლევის ჩატარება ფუნქციური ზონის ცვლილების მიზნით. არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ჯ---------------ს ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს აღმოსავლეთ დასავლეთისკენ. ცენტრალური მაგისტრალის გზიდან, სადაც ბენზინ გასამართ სადგურია. მიწის ნაკვეთს სამხრეთით აქვს რელიეფის ვარდნა თვითონ შემაღლებულ ადგილზეა. მიწის ნაკვეთზე არის ორი ზონა გავრცელებული სამრეწველო ზონა 1(ს-1) და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1(სსზ-1) უფრო დიდი რაოდენობით სამრეწველო ზონაა გავრცელებული. მიწის ნაკვეთს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1, ეს ზონა მათ ნაკვეთზეც გადადის მცირე ნაწილით. სამხრეთ დასავლეთით კი ესაზღვრება საცხოვრებელი ზონა 6 და ჩრდილოეთით სამრეწველო წონა 1, რომელიც უმეტეს ნაწილზე არის გავრცელებული მათ ნაკვეთზე. ნაკვეთის სამხრეთით არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის. ერთის მშენებლობა თითქმის სრულდება საზოგადოებრივ საქმიან ზონაში ასევე დასავლეთ ნაწილშიც გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის საცხოვრებელი ზონა 6-ში. ამ ნაკვეთებს აქვთ თავისი მისასვლელი გზა, რომელიც შედის ჯავახეთის მაგისტრალური გზიდან ამ გზის შემდეგაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია ადრინდელი აშენებული. აქაც ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 და ჯ---------------სკენ საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა 1. მათი ნაკვეთის ჩრდილოეთით ერთ სართულიანი შენობა-ნაგებობებია მცირედ ნაკვეთებზე არასაცხოვრებელი და ძირითად დიდ ნაკვეთზე დიდი მოცულობის შენობაა ორ სართულიანი საზოგადოებრივი ფუნქციით. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდებარედ არის ორი სკვერი ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სარეკრეაციო ზონა 2-ით დატვირთული. კვლევიდან გამომდინარე და მიწის მესაკუთრის გამიზნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განსახორციელებლად ესაჭიროებათ ზონის მოხსნა და განაშენიანების პარამეტრების დადგენა მათ მიწის ნაკვეთზე. სამრეწველო ზონა 1-ის ნაცვლად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1(სსზ-1), რომელიც არის მათ ნაკვეთზე მცირედით და მიენიჭოს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1(სსზ-1) განაშენიანების კოეფიციენტით:კ-1=0,5/0,7, კ-2=36,5 , კ-3=0.2 . დაინტერსებული პირი ითხოვს ზემოთ აღნიშნულის გათვალიწინებას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განმარტებით ბარათი (ს.ფ. 2--24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, რ--------------ს სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი-,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 3--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N-----5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018წლის 25 ოქტომბრის N----------- განკარგულება(გასაჩივრებული-განკარგულების ,,ბ’’ ქვეპუნქტის ნაწილში), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომლის 1.1მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები(შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების(შემდგომში–განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა)უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 9.1 მუხლის თანახმად, თბილისის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცედურა განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ფუნქციური ზონების ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად ახორციელებს ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1. მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები: საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა(სსზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საქმიანი, კომერციული და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიებს და სამრეწველო ზონა(ს), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ სამრეწველო გამოყენების ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე ნივთიერებების მართვისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,რ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები(ქვეზონები): საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), რომელიც არის საშუალო ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში(მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების(და მის დამხმარე) ტერიტორიებს და სამრეწველო ზონა 1(ს-1), რომელიც არის შერეული სამრეწველო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საწარმოო და სამრეწველო გამოყენების ტერიტორიებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ქ--------------------------–---------–-------------------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------- დაზუსტებული ფართობი: 3------კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 12; 0---------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ--------------ს სახელზე. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულია როგორც სამრეწველო ზონა 1(ს-1)-ში, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა1(სსზ-1)-ში.

 

6.3. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თბილისის მთავრობა(შემდგომ-მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას, ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრულია მთავრობის უფლებამოსილებანი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის ,,ე’’ პუნტის ,,ე.ბ’’ქვეპუნქტის თანახმად, აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში მთავრობის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს- მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, რ--------------მ N------------67 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა 1-ით (სსზ-1) ცვლილება ქალაქ თბილისში, ს--------- რ-----–-------------------------------–--------–------------------------------ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე(საკადასტრო კოდი:№0----------------ფართობი: 3-----ვ.მეტრი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ტექნიკური რეგლამენტი - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები(შემდგომში განაშენიანების ძირითადი დებულებები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე რეგლამენტის მე-2 მუხლის თანახმად, განაშენიანების ძირითადი დებულებების მიზნებია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე: ა)დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა; ბ)მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრა; გ)დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირება, შემუშავება, დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და ამ პროცესების საჯაროობა; დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა; ე) დასახლებათა მდგრადი განვითარების მიზნით, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა. ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრასთან, გადაბელვასა და მათ განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, მიუხედავად ამ ტერიტორიის მესაკუთრის ან მოსარგებლისა(საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით), გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის და დაცული ტერიტორიების მიწებისა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი- ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ მე-14 მუხლით განსაზღვრულია არსებული ზონების ცვლილების პირობები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იმავე პროცედურების გავლას, რაც „დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული ზოგადი ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად: ა)ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების ცვლილება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად; ბ)ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების, გარდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად; გ)ამ თავით განსაზღვრული ს-----–---–-------------ს, საზოგადოებრივ-საქმიანი და საცხოვრებელი ზონების ცვლილება სასოფლო-სამეურნეო ზონად; დ) სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების ცვლილება საცხოვრებელ ან სატრანსპორტო ზონად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად: ა)სამრეწველო ზონა 2(ს-2)-ის ცვლილება სამრეწველო ზონა 1(ს-1)– ად; ბ)საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2(სსზ-2)-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1(სსზ-1)-ად; გ)საცხოვრებელი ზონა 6(სზ-6)-ის ცვლილება ყველა სხვა საცხოვრებელი ზონად, გარდა საცხოვრებელი ზონა 4(სზ-4) -ისა და საცხოვრებელი ზონა 1(სზ-1)-ისა; დ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) -ის ცვლილება საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3)-ად და საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)-ად; ე) საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3)-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი- ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ 2--ე მუხლით განსაზღვრულია დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების პროცედურა. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ეტაპების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა)I ეტაპი- დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 20 დღე; ბ) II ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 30 დღე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს შესაბამისი თვითმმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულო: ა)Iეტაპი-დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) II ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის №---8--.1--- განკარგულებით(განკარგულების ,,ბ’’ პუნქტი) უარი ეთქვა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №------ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებას შემდეგ საკითხებზე: 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------------- განცხადება- ს-----–---–-------------ს (ს-1) საზოგადოებრივ- საქმიანი ზონა 1-ით (სსზ-1) ცვლილება ქალაქ თბილისში, ს--------- რ-----–-------------------------------–--------–------------------------------ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოიდი:№0---------------- ნაწილზე(ფართობი:3-----ვ.მეტრი). გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნულია, რომ დაინტერესებაში არსებული ტერიტორია მოქცეულია სამრეწველო ობიექტების არეალში, რომელსაც არ ესაზღვრება საცხოვრებელი სახლები შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურით, გასათვალისწინებელია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც მოწონებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის 2018 წლის 29 ივნისის N18.466.782 განკარგულებთ და გადაგზავნილია დასამტკიცებლადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მოთხოვნილი ტერიტორიის განვითარება მოიაზრება სამრეწველო ფუნქციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისში, ს-----------------–-------------------------------–--------–------------------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: №0---------------- ნაწილზე(ფართობი:3-----ვ.მეტრი), ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ით(სსზ-1) ცვლილება არ არის მისაღები.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- 2018 წლის 25 ოქტომბრის N----------- განკარგულება(გასაჩივრებულ ნაწილში), მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის N----------- განკარგულების ბათიალდ ცნობის თაობაზე(რ--------------ს 2018წლის 05ოქტომბრის N----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განკარგულების ,,ბ’’ პუნქტის ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა N------------67 განაცხადზე- სამრწეველო ზონა 1-ის(ს-1) საზოგადოებრივ საქმიან ზონა 1-ით(სსზ-1) ცვლილებაზე ქალაქ თბილისში, ს--------- რიაონი, ჯავახეთის ქუჩა N64ა; ქალაქი თბილისი, ჯავახეთის ქუჩა N64ა-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: N0---------------- ფართობი: 2070 კვ.მეტრი) უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხე მხარეზე რ--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ს-----------------------------------------------–--------–----------------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის(საკადასტრო კოდი: N0---------------- ნაწილზე(ფართობი 3-----ვ.მ) ს-----–---–-------------ს(ს-1) საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1-ით(სსზ-1) ცვლილების თაობაზეახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-10-(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, რ--------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ--------------ს სარჩელი მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი