ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-18 |
|
2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №1);
ბ) „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №2);
გ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №3);
დ) „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №4);
ე) „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №5);
ვ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №6);
ზ) „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №7);
თ) „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №8);
ი) „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №9).
|
დანართი №2
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
დანართი №3
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია (კოდი: 06 01 06)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც: ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებული, ასევე პირები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში. 2. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს: ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა; გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, მეტყველების თერაპევტი, შემთხვევის მენეჯერი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა); დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება; ე) 6 თვეში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) და ა(ა)იპ-ის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ (ს/ნ 400205176) მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა/კორექტირება; ბ) მშობლის არჩევითი შემდეგი ღონისძიებები: ბ.ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, როდესაც მშობელს უფლება აქვს თავად აირჩიოს თერაპიების სახე, ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით ან ბ.ბ) ბაზისური მომსახურება (სტანდარტიზებული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით), რომელიც მოიცავს: ბ.ბ.ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა/კორექტირება; ბ.ბ.ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათისა; ბ.ბ.გ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ბ.გ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსისა; ბ.ბ.გ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსისა; ბ.ბ.გ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. ბ.ბ.დ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ბ.დ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 7/10; ბ.ბ.დ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 6/10; ბ.ბ.დ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს; სეანსების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სეანსების რაოდენობა და ბავშვის თერაპიის სახე ყოველთვიურად უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში. 5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავად აფასებს მშობელთა ჩართულობის საჭიროებასა და ინტენსივობას სეანსების მიმდინარეობის პროცესში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტიზირებული მომსახურების არჩევის შემთხვევაში შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში. 7. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში. მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით, დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. 5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები (ბაზისურიც და ინდივიდუალური განვითარების გეგმით) ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, რომლის ღირებულებაა თვეში არაუმეტეს 450 ლარი, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით. ინდივიდუალური განვითარების გეგმის 1/3-ზე მეტი სეანსის არჩატარების შემთხვევაში, ვაუჩერის ღირებულებაა ვაუჩერის სრული ღირებულების 70% (გარდა მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 2 400 ბენეფიციარი. 3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაზისური და ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სეანსების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. 5. ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება. მუხლი 5. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ვაუჩერის გაუქმება 1. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით დაინტერესებულმა პირმა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) უნდა მიმართოს მიმწოდებელს განცხადებით. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მიმწოდებელი, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, წერილით მიმართავს განმახორციელებელს პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელს განცხადებით. 2. ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას, ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წერილის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს; დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდაიყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი. 3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის მოსარგებლე რეგისტრირდება ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონულ მოდულში“. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად მიმწოდებლის რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს უარი განუცხადოს ვაკანტური ადგილების დამატებაზე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, გარდა იმ პირების დოკუმენტაციისა, რომლებიც უკვე წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოსარგებლედ ცნობის კრიტერიუმებს. 7. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების, ასევე სეანსის ტიპის (პირისპირ (ინდივიდუალური ან ჯგუფური) ან ტელეინტერვენციის მოდელით განხორციელებული სეანსი) არჩევისას. 8. მოსარგებლეს აქვს უფლება, შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის, ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით მოსარგებლეები გამოთქვამენ სურვილს დაწესებულებებში ერთმანეთისათვის ადგილის გაცვლასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მათ ავტომატურად გაცვალონ ადგილები. 10. ამ მუხლის პირველი, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის ქვეპროგრამაში მოსარგებლედ ჩართვა/დაწესებულების შეცვლა ხდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის თანხმობის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. 11. მიმწოდებელი, ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონულ მოდულში“, ახორციელებს შეტყობინებას მოსარგებლისათვის ჩატარებული სეანსების შესახებ, კერძოდ პირველი სეანსის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომი სეანსების შემთხვევაში – ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში. 12. მოსარგებლისათვის გაცემული არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია: ა) მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე გაცემულთანხმობაში მითითებული ვადის განმავლობაში; ბ) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 1/3-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე; (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა). 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით, არამატერიალიზებული ვაუჩერი არ უქმდება, თუ: ა) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით); ბ) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები), მაგრამ არაუმეტეს 1 თვის ვაუჩერის პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში (აღნიშნული მიმწოდებლის მიერ აღინიშნება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას); გ) გაცდენას მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმწოდებელი (ამასთან, გაცდენის დასაბუთება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი მომართვით, რომელსაც თან დაერთვება მშობლის ახსნა-განმარტებითი ბარათი); დ) გაცდენა გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო (ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ქვეპროგრამის განმახორციელებელს). 14. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვა ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად. მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს როგორც ქაღალდმატარებლით (ბეჭდური ფორმით), ასევე ელექტრონული ანგარიშგების მოდულის მეშვეობით. 2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, აგრეთვე ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა, რომელიც გათვალისწინებულია მე-4 მუხლის პირველი პუნქტით. მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის პირველადი მიღება ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) ქვეპროგრამის დასახელება; გ) საანგარიშგებო თვე; დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით; ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით; ვ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ზ) პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 5. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობების გათვალისწინებით მომსახურება. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას და მიმწოდებლთა აღრიცხვაზე მყოფ პირთა თაობაზე ინფორმაციის ცხრილის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს გაუუქმოს რეგისტრაცია და ქვეპროგრამის მიმწოდებლის სტატუსი. მუხლი 9. მიმწოდებლისთვის დადგენილი დამატებითი პირობები 1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; ბ) ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე სულ მცირე 20 ბავშვისათვის მომსახურება მიწოდებული უწყვეტად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP, ყოველთვიურად წარმოებული შესაბამისი ჩანაწერებით, გრაფიკებითა და მიზნებით); გ) აწარმოოს ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, მეტყველების თერაპევტი, შემთხვევის მენეჯერი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; ე) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევის ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) და/ან არის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი და მიღებული აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული BCBA/IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატი და/ან გავლილი აქვს საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ადგილობრივი კურსები ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისი თემების ჩამონათვალის მიმდინარე გამოცემის მიხედვით (სულ მცირე 270 საკონტაქტო საათი), რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით, ასევე, აქვს 2000 საათიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სუპერვიზიის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; ვ) ჰყავდეს 5 ქცევის ტექნიკოსზე არანაკლებ 1 ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი), და/ან მიღებული აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტირებული BCaBA/QASP-S საერთაშორისო სერტიფიკატი (აღნიშნული მოეთხოვება მხოლოდ 2023-2024 წლებში ჩართულ მიმწოდებლებს) და ასრულებს სუპერვაიზერისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან სამუშაოს, რომელიც დელეგირებული და გაკონტროლებულია ქცევის ანალიტიკოსის (BCBA/IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე) მიერ. აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად, ანაზღაურებით ჩატარების სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამასთან, თუ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, ის ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობას უნდა უწევდეს 5 ქცევის ტექნიკოსს და, შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს (რომლებსაც ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით ესაჭიროება გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია) უნდა მართავდეს; ზ) ჰყავდეს 10 მოსარგებლეზე 1 ქცევის ტექნიკოსი, რომელიც არის მინიმუმ ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროს (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ტექნიკოსი; გავლილი აქვს 40-საათიანი ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში და მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიის ქვეშ; თ) ჰყავდეს შემთხვევის მენეჯერი, რომელიც კოორდინირებას უწევს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიისაგან განსხვავებულ სერვისებსა და მხარდაჭერას, რაც გაწერილია ინდივიდუალურ გეგმაში; ი) ჰყავდეს დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტი ან სპეციალისტი მომიჯნავე სფეროში (ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი), რომელსაც გავლილი აქვს საერთაშორისო ან/და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ტრენინგ კურსი ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და აქვს ოკუპაციური/სენსორული თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; კ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად); ლ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი. 2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაუშვებელია დოკუმენტალურად წარმოდგენილი სპეციალისტებისაგან გასხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას. 3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემადგენლობის ცვლილების თაობაზე. 4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის ქცევითი ანალიტიკოსის ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს ინდივიდუალური გეგმის შესაბამისი ყველა ინფორმაციის (მათ შორის ჩანაწერების) გადაბარების უზრუნველყოფა. 5. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს არამატერიალიზებული ვაუჩერის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაწესებულებებისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს გამოუქვითოს პირობების დარღვევის გამოვლენის თვის შესრულებული სამუშაოს 5%. 7. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების ჩართვისას (რეგისტრაციისას), ბენეფიციართა ჩართვის კუთხით, უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განცხადებით უკვე არსებულ მიმწოდებელ დაწესებულებას და არ მიუღია მომსახურება. 8. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების ჩართვისას (რეგისტრაციისას), ქვეპროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, ბენეფიციართა ჩართვის კუთხით, უპირატესობა მიენიჭება ქვეპროგრამის მიმწოდებელ იმ დაწესებულებებს, რომლებმაც უკვე მიმართეს პროგრამის განმახორციელებელს განცხადებით ბენეფიციარების დამატების შესახებ. 9. 2025 წლიდან, მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირისათვის სავალდებულოა, რომ ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქცევის ანალიტიკოსი არ წარმოადგენდეს სხვა მიმწოდებელთან დასაქმებულს. 10. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების/სპეციალისტ(ებ)ის ჩართვისას (რეგისტრაციისას) ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია, დაწესებულების /სპეციალისტ(ებ)ის მიერ, ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი 10. მიმწოდებლად განსაზღვრის განსაკუთრებული წესი განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, უფლებამოსილია მიმწოდებლად განსაზღვროს დაწესებულება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმწოდებლისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. 2025 წელს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებისათვის აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გრძელდება 2026 წელს, გარდა მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა.
დანართი №4
ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
დანართი №5
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 01 07)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ფორმის ან HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც: ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის მოთხოვნებს. ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების ფარგლებში შემდეგი მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფას: ა) HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ძუძუს კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი; სიმსივნური კვანძის ≥2სმ-ზე ან/და ჰორმონუარყოფითი (ER/PR-negative) ან/და დადებითი ნოდალური სტატუსის (N+) შემთხვევაში პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო; ბ) HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი ან პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო; გ) HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ლაპატინიბი. მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და აღნიშნულს, წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 6. პირის/ორგანიზაციის მიერ, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით. 4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე, ინტრავენური ფორმის შემთხვევაში, უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზია (სხვადასხვა რეჟიმით: რეჟიმი 1: ინფუზია 3 კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 8მგ/კგ, 17 ინფუზია – 6მგ/კგ; რეჟიმი 2: ინფუზია კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 4მგ/კგ, 11 ინფუზია – 2მგ/კგ; ინფუზია 3 კვირაში ერთხელ – 15 ინფუზია – 6მგ/კგ; რეჟიმი 3: ინფუზია კვირაში ერთხელ – პირველი ინფუზია – 4მგ/კგ, 51 ინფუზია – 2მგ/კგ) და და კანქვეშ შესაყვანი ფორმის შემთხვევაში ფიქსირებული დოზა 600 მგ ყოველ 3 კვირაში ერთხელ, პაციენტის წონის მიუხედავად, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზიის (პერტუზუმაბის საწყისი დოზა 840 მგ, ყოველი მომდევნო 420მგ, ხოლო ტრასტუზუმაბი ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით) მოცულობით. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ინფუზიის (საწყისი დოზა (1200მგ+600მგ+30000ერთეული)/15მლ, ყოველი მომდევნო (600მგ+600მგ+20000ერთეული)/10მლ მოცულობით (ხელშემწყობი დოზა). 5. ტრასტუზუმაბი/პერტუზუმაბის ინფუზიის ან ფესგოს ინექციის შემთხვევაში – რეჟიმის უწყვეტობის დარღვევის დროს (მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში) თუ ინფუზიებს ან ინექციებს შორის ინტერვალი ≥6 კვირისა, მკურნალობა აღდგება საწყისი დოზით და გაგრძელდება ხელშემწყობი დოზით. 6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე უფინანსდებათ საჭიროებისამებრ (დაავადების პროგრესირებამდე), ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის მიხედვით. 7. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ლაპატინიბი“ (250მგ, ტაბლეტი №70, კონტეინერი №1) მოსარგებლეებს უფინანსდებათ სქემით 5 ან 6 აბი ერთხელ დღეში. მუხლი 5. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ვაუჩერის გაუქმება 1. ქვეპროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); გ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა-ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელშიც მითითებული უნდა იყოს HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში, ასევე in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) შედეგები და გაცემული უნდა იყოს, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე. დ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ. შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე; ე) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; ვ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად. 2. წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტრასტუზუმაბი“ ინტრავენური ფორმის დაფინანსების მისაღებად, მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა-ასეთის არსებობის შემთხვევაში), მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა; 3. წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა-ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული უნდა იყოს: ა) პირის მიერ ტარგეტული თერაპიის ჩატარების სტატუსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) რადიოლოგიურად დადასტურებული მეტასტაზური დაავადება; გ) გულის განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი; დ) ფიზიკური აქტივობის განმსაზღვრელი სტატუსი; ე) ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია; ვ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის შეხედულებისამებრ. 4. HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, ყოველი სამი კურსის შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. 5. დოკუმენტაციის მიღების შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია კვლევების განმახორციელებელი ლაბორატორიისაგან გამოითხოვს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ან/და საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიასთან, HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებზე, ხარისხის გარეკონტროლის წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი, ასეთი დოკუმენტების ვერმოპოვების/არარსებობის შემთხვევაში კი – მოსარგებლეს აცნობოს კვლევის განმეორებითი ჩატარების აუცილებლობის თაობაზე. 6. ყველა შემდგომი მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილის) მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან და მედიკამენტით მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი. 7. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა ხორციელდება წარმოდგენილი სქემის შესაბამისად. მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. 2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, აგრეთვე განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილის) ქსეროასლი. 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მოსარგებლისათვის სრულად განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილი) მოცულობა. მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილი) ქსეროასლების შედარება შემთხვევათა რეესტრში წარმოდგენილ ინფორმაციასთან; გ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ პირზე გაწეულ ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; დ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 4. სრულყოფილად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი. 5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს; გ) სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის, ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას, შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს გაუუქმოს რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსი. მუხლი 9. მიმწოდებლისთვის დადგენილი დამატებითი პირობები 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება; ბ) მინიმუმ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის ქონა ქალაქ თბილისში; გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 440 მგ/ფლაკონი + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი, ინტრავენური ფორმა) მინის ფლაკონი №1 ან/და 600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 1375 ლარის ტარიფით მიწოდება; დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 420მგ+14მლ) კონცენტრატი+440მგ/ფლაკონი+20მლ გამხსნელი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 ან დოზა – 420მგ+14მლკონცენტრატი+600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“ შესაბამისი რაოდენობის ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 3690 ლარის ტარიფით მიწოდება; ე) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ფესგოს“ (დოზა – (600მგ+600მგ+20,000 ერთეული)/10მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (10მლ) 3690 ლარის ტარიფით, ხოლო იგივე მედიკამენტის (1200მგ+600მგ+30,000 ერთეული)/15მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (15მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 7380 ლარის ტარიფით მიწოდება; ვ) მეორე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 1045 ლარის ტარიფით მიწოდება; ზ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში; თ) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის; ი) მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე). 2. მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს: ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაობის გამოცდილების თაობაზე ოფიციალური წერილი; გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO); ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის, ან EMA-ს ან აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი. მუხლი 10. გარდამავალი დებულება 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. 2025 წელს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებისათვის აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გრძელდება 2026 წელს, გარდა მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა.
დანართი №6
ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოდაგი დებულებანი
1. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების (კოდი: 06 01 05)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით და ამასთან: ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში (3 წლამდე ბავშვის შემთხვევაში – დაბადებიდან) უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 3 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის მოთხოვნებს. ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მოსარგებლეები არიან პირები, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამავე ქვეპროგრამის მედიკამენტების დაფინანსებით და შესაბამისად აკმაყოფილებდნენ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“ დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფების ფარგლებში; ბ)კვლევების, თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფის ფარგლებში. მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და აღნიშნულს წერილობით, დადგენილი წესით, დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 6. პირის/ორგანიზაციის მიერ მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით. ასევე, ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს კვლევები უფინანსდებათ სრულად, ამ წესის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ოკრელიზუმაბი“ ინტრავენური ფორმა – საწყისი დოზა 600 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ორ ინფუზიად: 300 მგ – პირველ დღეს, 300 მგ – ორი კვირის შემდეგ, შემდგომი ინფუზიები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 600 მგ; „ოკრელიზუმაბი“ კანქვეშა ფორმა – საწყისი დოზა 920 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ერთ ინექციად , შემდგომი ინექციები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 920 მგ; „ფინგოლიმოდი“ – 0,5 მგ ერთი აბი ერთხელ დღეში, ხოლო ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევები მოსარგებლეებს უფინანსდებათ წელიწადში ერთხელ. მუხლი 5. მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ქვეპროგრამაში ჩასართავად და მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს); დ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ. შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე; ე) კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; ვ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად. 2. ქვეპროგრამაში გათვალისწინებული კვლევის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს,სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში – თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს, ასევე, მკურნალი ექიმის დასკვნას კვლევის საჭიროებასთან დაკავშირებით); გ) კალკულაცია კვლევის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; დ) ყველა სხვა დოკუმენტი განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად. 3.ყველა შემდგომი მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად, კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით განმეორებით შეფასებას), გ) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; დ) მედიკამენტი „ოკრელიზუმაბით“ მკურნალობის შემთხვევაში, ჩატარებული მკურნალობის შესახებ, მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე მედიკამენტის ვაუჩერის გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის შესაბამისად. 5. ქვეპროგრამაში ჩართვის შემდგომ, ექიმის მიერ კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით მოსარგებლის განმეორებითი შეფასებისას 6,5 და მეტი ქულის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი წყვეტს ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის სტატუსის გაგრძელების/შეწყვეტის საკითხს (სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე). 6. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე პირი უწყვეტად 18 თვის მანძილზე არ იღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს, მას შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი. მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. 2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, აგრეთვე განაღდებული ვაუჩერის ქსეროასლი. 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მოსარგებლისათვის სრულად განაღდებული ვაუჩერის მოცულობა. მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის(საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება: ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ვაუჩერის ქსეროასლების შედარება შემთხვევათა რეესტრში წარმოდგენილ ინფორმაციასთან; გ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ პირზე გაწეულ ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; დ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი. მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა მოსარგებლის მიერ პროგრამაზე უარის თქმის ან მისი გარდაცვალების შემთხვევისა. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას,შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს გაუუქმოს რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსი. მუხლი 9. მიმწოდებლისთვის დადგენილი დამატებითი პირობები 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება; ბ) იყოს ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის მფლობელი; გ) უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ 600 მგ (1 ფლაკონი) – არაუმეტეს 5300 ლარის, „ოკრელიზუმაბი“ 920 მგ (1 ფლაკონი) არაუმეტეს 10 600 ლარის; „ფინგოლიმოდი“ (1 კოლოფი/28 კაფსულა) – არაუმეტეს 1846 ლარის ტარიფით მიწოდება; დ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში; ე) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე). 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) გააჩნდეს კვლევის მიწოდებისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ბ) ჰყავდეს კვლევის განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალი. გ) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება. დ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევის „თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ქიმიური აგენტის დახმარებით)“ არაუმეტეს 350 ლარის, ხოლო „ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით)“ არაუმეტეს 425 ლარის ტარიფით მიწოდება. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს: ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO); ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის, ან EMA-ს და აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი; 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს: ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი დასტური ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. 5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში. მუხლი 10. გარდამავალი დებულება 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს, ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. 2025 წელს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებისათვის აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გაგრძელდება 2026 წელს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა.
დანართი №8
სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ (კოდი: 06 01 04) (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1.წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქვეპროგრამა – „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ (06 01 04) ქვეპროგრამა; ბ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; გ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; დ) სამედიცინო მომსახურება – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან; ე) მომსახურების მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სერვისის განხორციელებისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების მიღება; ვ) მოსარგებლე – ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირი; ვ) მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა; ზ) გადაწყვეტილების გააქტიურება – დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდების დაწყება; თ) მონიტორინგის განყოფილება – ქვეპროგრამის განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირი; ი) მოთხოვნის უნიკალური კოდი – სმს შეტყობინების სახით მიღებული უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირმა მიმწოდებელ დაწესებულებაში; კ) ელექტრონული რეესტრი – გააქტიურებული შემთხვევების აღწერა. მუხლი 3. ქვეპროგრამის მოსარგებლეები 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი. ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ვერ გახდება პირი, რომელიც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.3-ით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა ან ისეთი პირი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეეთავაზა ენდოპროთეზირების მომსახურება და უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე. მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის მენჯ-ბარძაყის ან/და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება (დაზიანებული ან შეცვლილი სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით). მუხლი 5. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია 1. მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის ქვეპროგრამის განმახორციელებელს მოთხოვნას წარუდგენს მოდულში. 2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოსარგებლეს შესაძლოა დაუფინანსდეს ამ წესით გათვალისწინებული ერთიდაიგივე სახის მომსახურება მხოლოდ ერთჯერადად. 3. მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, პაციენტის თანაგადახდა განისაზღვრება ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებსა და პროთეზის სახეობებს შორის. მუხლი 6. მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვა 1. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მომსახურების შესაბამის მიმწოდებელს. 2. დაფინანსების საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, მომსახურების მიმწოდებელი მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს: ა) მოსარგებლის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია); ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა№IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს მოდულში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე; გ) წინასწარი კალკულაცია (ინვოისი). 3. მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით, სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის შემდგომ. 4. მოსარგებლემ/მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მიმწოდებლის მიერ მოდულში მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 7. მოთხოვნის განხილვის პროცედურები და დაფინანსების მოქმედების ვადები 1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოდულის მეშვეობით წარმოდგენილი მოთხოვნის მიღების შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების გაცემის/არ გაცემის შესახებ. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად იღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინოს მომსახურების მიმწოდებელს, რათა მოხდეს გადაწყვეტილების გააქტიურება. 3. დაფინანსების მოქმედების ვადები: ა) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) დღის ვადაში; ბ) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად, თუ მოთხოვნის შესწავლისას დადგინდა, რომ მოსარგებლეზე უკვე გაცემულია სახსრების ენდოპროთეზირებისათვის საჭირო დაფინანსება, თუმცა ამოწურულია გადაწყვეტილების გააქტიურების როგორც პირვანდელი, ასევე (მოთხოვნის შემთხვევაში) ერთჯერადად გაგრძელებული ვადა. 4. დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე ცვლილებები ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ხორციელდება მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ მოთხოვნილია: ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გაგრძელება ერთჯერადად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელება მოთხოვნილია დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლამდე; ბ) მოდულში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. 5. ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უთანაბრდება პირვანდელ გადაწყვეტილებას და მის მიმართ მოქმედებს იდენტური ვადები და პირობები. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ერთი და იგივე მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ახალ მოთხოვნას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, თუკი დადასტურდება, რომ მოსარგებლის მიერ არ მომხდარა უკვე დაფინანსებული თანხის გამოყენება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მოხდა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების გააქტიურება მიმწოდებლის მიერ, თუმცა მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურებით ამ მიმწოდებლისგან არ უსარგებლია. მუხლი 8. ანგარიშგება 1. შესრულებულ სამუშაოდ ითვლება მიმწოდებლის მიერ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა მოსარგებლისათვის. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია თვის პირველიდან რიცხვიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების სრულად მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი ინფორმაცია მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი; დ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №IV-100/ა. 3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის ან/და წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის დარღვევის შემთხვევაში ან/და მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მუხლი 9. ანაზღაურება 1. ანაზღაურების ეტაპზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში აგზავნის წერილს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 2. შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტური ინსპექტირების შემდეგ, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ წერილის მომზადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 3. მოსარგებლის მხრიდან თანხის წინასწარი გადახდისას, აღნიშნული შემთხვევა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას. მუხლი 10. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და კონტროლის განხორციელება 1. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება: ა) წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობასთან; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან; გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ; 3. წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე მიმწოდებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი; 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით. 6. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება. 7. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის განმეორებითი ვიზიტი. 8. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება. 9. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მომსახურების მიმწოდებელმა მერიის მიერჩარიცხული თანხა (დაფინანსებული თანხა) გადაახდევინა მოსარგებლეს, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხა და გადაიხადოს ჯარიმა მიღებული დაფინანსების სამმაგი ოდენობის სახით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხის დაბრუნებისა და ჯარიმის გადახდამდე, მიმწოდებელს შეეზღუდება მოდულის მეშვეობით ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მიმართვის უფლება. მუხლი 11. გარდამავალი დებულება 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს, ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
დანართი №9
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი1.ზოგადი დებულებანი
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფის ფარგლებში.
მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით. 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და აღნიშნულს წერილობით, დადგენილი წესით, დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია 2 (ორი) თვით ადრე აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 6. პირის/ორგანიზაციის მიერ მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს მედიკამენტი უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფის გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს). 4. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ტოცილიზუმაბის“ – დოზა 162მგ/0.9მლ შეყვანილი უნდა იქნეს კანქვეშა ინიექციად, არაუმეტეს კვირაში ერთისა. 5. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს მკურნალობის დასრულებამდე შეუმცირდა სარეიტინგო ქულა, მკურნალობა გრძელდება ცვლილების შესაბამისად, ხოლო თუ გაეზარდა სარეიტინგო ქულა, ცვლილების მიუხედავად, მკურნალობა დასრულდება იმ პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე); დ) ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ; ე) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე; ვ) კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; ზ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად. 2. ყველა შემდგომი მედიკამენტის ვაუჩერის (თანხმობის წერილის) მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ განმეორებით შეფასებას DAS28 ინდექსის (დაავადების აქტივობის ქულა 28 სახსრის დათვლის გამოყენებით) გათვალისწინებით; გ) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; დ) მედიკამენტით მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი. 3. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე მედიკამენტის ვაუჩერის (თანხმობის წერილის) გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის შესაბამისად. 4. ქვეპროგრამაში ჩართვიდან 3 თვის შემდგომ, ექიმის მიერ DAS28 ინდექსით (დაავადების აქტივობის ქულა 28 სახსრის დათვლის გამოყენებით) მოსარგებლის განმეორებით შეფასების შედეგის მიხედვით, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი წყვეტს ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის სტატუსის გაგრძელების/შეწყვეტის საკითხს (სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე). 5. მოსარგებლის განმეორებითი შეფასების შედეგების მიხედვით, გაუმჯობესების დადგენის შემთხვევაში (თუ საწყისი ქულა DAS28 ინდექსის მიხედვით ნაკლები იყო 5.1-ზე, გაუმჯობესებად ჩაითვლება მისი არანაკლებ 0.6 ქულით შემცირება, ხოლო 5.1-ზე მეტი ქულის არსებობის შემთხვევაში, მისი არანაკლებ 1.2 ქულით შემცირება) მკურნალობის განმახორციელებელი ექიმი თავიდან განსაზღვრავს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის დოზირებას. 6. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე პირი უწყვეტად, 18 თვის მანძილზე არ იღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს, მას შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი.
მუხლი 6. ანგარიშგება 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მოსარგებლისათვის სრულად განაღდებული ვაუჩერის მოცულობა.
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილი) ასლების შედარება შემთხვევათა რეესტრში წარმოდგენილ ინფორმაციასთან; გ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ პირზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან; დ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი.
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს; ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს; გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა მოსარგებლის მიერ პროგრამაზე უარის თქმის ან მისი გარდაცვალების შემთხვევისა. 3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას, შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს გაუუქმოს რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსი.
ბ) იყოს ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის მფლობელი; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტოცილიზუმაბის“ (1 კოლოფი 162მგ/0.9მლ №4 შპრიცი) – არაუმეტეს 1570 ლარის ტარიფით მიწოდება; დ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე, სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში; ე) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე). 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს: ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO); ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის ან EMA-ს და აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში.
|