1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით.
3. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადში გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე.
4. მიმწოდებელი რეგისტრაციისას წერილობით წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს იმ მოსარგებლეების რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას, რამდენის მიღებაც შეუძლია ქვეპროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ რაოდენობასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ცვლილება ქვეპროგრამის განმახორციელებელს ეცნობება ასევე წერილობი