1. მოსარგებლეების ჩართვა ქვეპროგრამაში ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს წესის შესაბამისად გამოვლენილ მიმწოდებელთან მოსარგებლის მიმართვის შემთხვევაში;
ბ) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მიმწოდებელის მიერ რეგისტრაციისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას:
ბ.ა) მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-3 მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს;
ბ.ბ) დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილას ჩასართავად მიმწოდებლის მიერ შესაძლოა შეირჩეს სახელმწიფო პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი №11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლე პირი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ფიქსირდება:
ბ.ბ.ა) 2 ან მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა ან/და;
ბ.ბ.ბ) ჰოსპიტალში ჯამში 5 თვე ან/და 5 თვეზე მეტხანს დაყოვნება;
ბ.გ) მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი მოსარგებლის ჰოსპიტალში მოთავსებისა და გაწერის თარიღის შესახებ, რის შემდეგ მოხდება მოსარგებლის ავტომატურად განმეორებითი ჩართვა ქვეპროგრამაში.
2. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა მიმწოდებლის მიერ უნდა დადასტურდეს ახალ მოსარგებლეზე ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100ა) წარმოდგენით.
3. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველია:
ა) მოსარგებლის სტაციონარში მოხვედრა;
ბ) სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 01) დანართი №11-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლედ რეგისტრაცია.
4. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვა ხორციელდება წესით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისა