1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ანგარიშგების მოდულის მეშვეობით.
2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრი.
3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობ