1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ქვეპროგრამით განსაზღვრული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულიმომსახურების მიმწოდებელი:

ა.ა) მულტიდისციპლინური გუნდის ყოლა;

ა.ბ) შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის – ყოველ 30 მოსარგებლეზე 1 ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი (გუნდის ხელმძღვანელი) და 1 სოციალური მუშაკი, ყოველ 15 მოსარგებლეზე 1 ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტი ან/და ექიმი-ფსიქოთერაპევტი და 1 დამხმარე კოთერაპევტი, და ყოველ 60 მოსარგებლეზე 1 შემთხვევის მენეჯერი – ჩართულობით უზრუნველყოფა ამასთან, გუნდის წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა.ბ.ა) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი (გუნდის ხელმძღვანელი), რომელსაც აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში, გავლილი აქვს სისტემური კრიზისული ინტერვენციის ან/და ფსიქო-ტრავმის ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორული ან/და დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ა.ბ.ბ) ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სისტემური კრიზისული ინტერვენციის ან/და ფსიქოტრავმის ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორული ან/და დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ა.ბ.გ) ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და გავლილი აქვს სისტემური კრიზისული ინტერვენციის ან/და ფსიქოტრავმის ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორული ან/და დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ა.ბ.დ) დამხმარე კოთერაპევტი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი და გავლილი აქვს სისტემური კრიზისული ინტერვენციის ან/და ფსიქოტრავმის ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორული ან/და დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ა.ბ.ე) სოციალური მუშაკი, რომელსაც გავლილი აქვს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებული კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან, სულ მცირე, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ა.ბ.ვ) შემთხვევის მენეჯერი (ექთანი ან სოციალური მუშაკი ან ექიმი ან ფსიქოლოგი), რომელიც არის დიპლომირებული სპეციალისტი საექთნო საქმიანობაში ან გავლილი აქვს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებული კურსი ან აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება ან აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სასწავლო კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან, სულ მცირე, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ბ) წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი:

ბ.ა) მულტიდისციპლინური გუნდის ყოლა ყოველ 50 მოსარგებლეზე (ამასთან, თუ გუნდის ნებისმიერი წევრი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 50 მოსარგებლე);

ბ.ბ) შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის – 1 ექიმი-ფსიქიატრი, 1 ფსიქოლოგი, 1 ოკუპაციური თერაპევტი, 1 თანაგანმანათლებელი, 1 უმცროსი ექიმი ან/და ექთანი, 1 სოციალური მუშაკი – ჩართულობით უზრუნველყოფა. ამასთან, გუნდის წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ბ.ბ.ა) ექიმი – ფსიქიატრი, რომელსაც აქვს სახელწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში და გავლილი აქვს თემში აქტიური (ასერტული) მკურნალობის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ბ.ბ.ბ) ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის სპეციალობით და გავლილი აქვს თემში აქტიური (ასერტული) მკურნალობის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

ბ.ბ.გ) ოკუპაციური თერაპევტი, რომელსაც აქვს ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს თემში აქტიური (ასერტული) მკურნალობის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს, სულ მცირე, 3- წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ.ბ.დ) თანაგანმანათლებელი, რომელსაც თავად აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან გააჩნია მსგავსი დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრის მხარდაჭერის გამოცდილება;

ბ.ბ.ე) უმცროსი ექიმი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან დაკავშირებული, სულ მცირე, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ.ბ.ვ) ექთანი, რომელიც არის დიპლომირებული სპეციალისტი საექთნო საქმიანობაში, აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან, სულ მცირე, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ.ბ.ზ) სოციალური მუშაკი, რომელსაც გავლილი აქვს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებული კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან, სულ მცირე, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობის ცვლილების თაობაზე.

4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მულტიდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელის ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს ინტერვენციის გეგმისა და გეგმის შესაბამისი ყველა ინფორმაციის (მათ შორის, ჩანაწერების) გადაბარება.

5. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების სრული მოცულობა განახორციელოს ვაუჩერის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშ