1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით. ასევე, ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს კვლევები უფინანსდებათ სრულად, ამ წესის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ოკრელიზუმაბი“ ინტრავენური ფორმა – საწყისი დოზა 600 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ორ ინფუზიად: 300 მგ – პირველ დღეს, 300 მგ – ორი კვირის შემდეგ, შემდგომი ინფუზიები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 600 მგ; „ოკრელიზუმაბი“ კანქვეშა ფორმა – საწყისი დოზა 920 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ერთ ინექციად , შემდგომი ინექციები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 920 მგ; „ფინგოლიმოდი“ – 0,5 მგ ერთი აბი ერთხელ დღეში, ხოლო ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევები მოსარგებლეებს უფინანსდებათ წელიწადში ერთხე