1. ქვეპროგრამაში ჩასართავად და მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს);
დ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ. შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
ე) კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
ვ) ყველა სხვა დოკუმენტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ქვეპროგრამაში გათვალისწინებული კვლევის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს,სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში – თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს, ასევე, მკურნალი ექიმის დასკვნას კვლევის საჭიროებასთან დაკავშირებით);
გ) კალკულაცია კვლევის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
დ) ყველა სხვა დოკუმენტი განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
3.ყველა შემდგომი მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად, კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით განმეორებით შეფასებას),გ) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
დ) მედიკამენტი „ოკრელიზუმაბით“ მკურნალობის შემთხვევაში, ჩატარებული მკურნალობის შესახებ, მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე მედიკამენტის ვაუჩერის გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სქემის შესაბამისად.
5. ქვეპროგრამაში ჩართვის შემდგომ, ექიმის მიერ კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით მოსარგებლის განმეორებითი შეფასებისას 6,5 და მეტი ქულის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი წყვეტს ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის სტატუსის გაგრძელების/შეწყვეტის საკითხს (სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე).
6. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე პირი უწყვეტად 18 თვის მანძილზე არ იღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს, მას შეუწყდება მოსარგებლის სტატუს