1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
ბ) იყოს ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის მფლობელი;
გ) უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ 600 მგ (1 ფლაკონი) – არაუმეტეს 5300 ლარის, „ოკრელიზუმაბი“ 920 მგ (1 ფლაკონი) არაუმეტეს 10 600 ლარის; „ფინგოლიმოდი“ (1 კოლოფი/28 კაფსულა) – არაუმეტეს 1846 ლარის ტარიფით მიწოდება;
დ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში;
ე) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) გააჩნდეს კვლევის მიწოდებისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ბ) ჰყავდეს კვლევის განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალი.
გ) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება.
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევის „თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ქიმიური აგენტის დახმარებით)“ არაუმეტეს 350 ლარის, ხოლო „ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით)“ არაუმეტეს 425 ლარის ტარიფით მიწოდება.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს:
ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO);
ე) მედიკამენტის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის, ან EMA-ს და აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი;
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს:
ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი დასტური ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე.
5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან 1 წლის განმავლობაშ