1. სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ (კოდი: 06 01 04) (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებშ