1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან:

ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.

ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ვერ გახდება პირი, რომელიც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.3-ით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა ან ისეთი პირი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეეთავაზა ენდოპროთეზირების მომსახურება და უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზ