1.წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვეპროგრამა – „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ (06 01 04) ქვეპროგრამა;
ბ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
გ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და
სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
დ) სამედიცინო მომსახურება – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან;
ე) მომსახურების მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სერვისის განხორციელებისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების მიღება;
ვ) მოსარგებლე – ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირი;
ვ) მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა;
ზ) გადაწყვეტილების გააქტიურება – დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდების დაწყება;
თ) მონიტორინგის განყოფილება – ქვეპროგრამის განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირი;
ი) მოთხოვნის უნიკალური კოდი – სმს შეტყობინების სახით მიღებული უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირმა მიმწოდებელ დაწესებულებაში;
კ) ელექტრონული რეესტრი – გააქტიურებული შემთხვევების აღწერ