1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოდულის მეშვეობით წარმოდგენილი მოთხოვნის მიღების შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების გაცემის/არ გაცემის შესახებ.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად იღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინოს მომსახურების მიმწოდებელს, რათა მოხდეს გადაწყვეტილების გააქტიურება.
3. დაფინანსების მოქმედების ვადები:
ა) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) დღის ვადაში;
ბ) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად, თუ მოთხოვნის შესწავლისას დადგინდა, რომ მოსარგებლეზე უკვე გაცემულია სახსრების ენდოპროთეზირებისათვის საჭირო დაფინანსება, თუმცა ამოწურულია გადაწყვეტილების გააქტიურების როგორც პირვანდელი, ასევე (მოთხოვნის შემთხვევაში) ერთჯერადად გაგრძელებული ვადა.
4. დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე ცვლილებები ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ხორციელდება მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ მოთხოვნილია:
ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გაგრძელება ერთჯერადად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელება მოთხოვნილია დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლამდე;
ბ) მოდულში ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
5. ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უთანაბრდება პირვანდელ გადაწყვეტილებას და მის მიმართ მოქმედებს იდენტური ვადები და პირობები.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ერთი და იგივე მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ახალ მოთხოვნას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, თუკი დადასტურდება, რომ მოსარგებლის მიერ არ მომხდარა უკვე დაფინანსებული თანხის გამოყენება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მოხდა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების გააქტიურება მიმწოდებლის მიერ, თუმცა მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურებით ამ მიმწოდებლისგან არ უსარგებლი