1. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება:
ა) წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობასთან;
ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ;
3. წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე მიმწოდებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი;
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
5. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით.
6. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.
7. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის განმეორებითი ვიზიტი.
8. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება.
9. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მომსახურების მიმწოდებელმა მერიის მიერჩარიცხული თანხა (დაფინანსებული თანხა) გადაახდევინა მოსარგებლეს, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხა და გადაიხადოს ჯარიმა მიღებული დაფინანსების სამმაგი ოდენობის სახით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხის დაბრუნებისა და ჯარიმის გადახდამდე, მიმწოდებელს შეეზღუდება მოდულის მეშვეობით ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მიმართვის უფლებ