1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილის) საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების და თანაგადახდის ლიმიტისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის (თანხმობის წერილის) მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს მედიკამენტი უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფის გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს).
4. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ტოცილიზუმაბის“ – დოზა 162მგ/0.9მლ შეყვანილი უნდა იქნეს კანქვეშა ინიექციად, არაუმეტეს კვირაში ერთისა.
5. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს მკურნალობის დასრულებამდე შეუმცირდა სარეიტინგო ქულა, მკურნალობა გრძელდება ცვლილების შესაბამისად, ხოლო თუ გაეზარდა სარეიტინგო ქულა, ცვლილების მიუხედავად, მკურნალობა დასრულდება იმ პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურებ