1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან რევმატოიდული ართრიტის (M05.8; M06.0 ; M06.8 ) დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ქულაც DAS28 ინდექსით (დაავადების აქტივობის ქულა 28 სახსრის დათვლის გამოყენებით) შეფასების მიხედვით, შეადგენს 3.2-ს ან აღემატება მას და ამასთან:
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად და, ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის რეგისტრირებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. ასევე, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით მერიისთვის განცხადებით მიმართვის დროს რეგისტრირებული იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და განცხადებით მომართვამდე პერიოდში არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ დაფინანსებას, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფის ფარგლებშ