1. შესრულებულ სამუშაოდ ითვლება მიმწოდებლის მიერ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა მოსარგებლისათვის.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია თვის პირველიდან რიცხვიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების სრულად მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი ინფორმაცია მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი;

დ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №IV-100/ა.

3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის ან/და წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის დარღვევის შემთხვევაში ან/და მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურება