1. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მომსახურების შესაბამის მიმწოდებელს.
2. დაფინანსების საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, მომსახურების მიმწოდებელი მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს:
ა) მოსარგებლის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია);
ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა№IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს მოდულში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;
გ) წინასწარი კალკულაცია (ინვოისი).
3. მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით, სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის შემდგომ.
4. მოსარგებლემ/მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მიმწოდებლის მიერ მოდულში მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში