1. ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის ქვეპროგრამაში ჩართვა ხდება   ავტომატურად.

2. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც  ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოსარგებლე პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისი მედიკამენტების მითითებით (მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა).

3. ფორმა №IV-100/ა-ის შექმნის შემდგომ მოსარგებლე პირი ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმას, რომელიც პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინოს მიმწოდებელს არაუგვიანეს მისი მიღებიდან 30 დღისა.

4. პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის უნიკალური კოდის წარდგენის შემდგომ მიმწოდებელს აღნიშნული კოდი შეყავს ელექტრონულ მოდულში, რომლის შემდეგ გასცემს პირისთვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მედიკამენტებს.

5. მიმწოდებელი გაცემული მედიკამენტების და მედიკამენტების გამტანი პირის შესახებ ინფორმაციას (გაცემული რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, კოლოფის/ ფლაკონის ფასი, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, მედიკამენტების გამტანი პირის: სახელი , გვარი, პირადი ნომერი) ასახავს ელექტრონულ მოდულშ