1. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით.

2. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მიმწოდებელთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.

3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის განმეორებითი ვიზიტი.

4. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნებ