1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ბ) მოსარგებლე – პირი, რომელიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;
გ) მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი – „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ მოსარგებლე პირი;
დ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“
ე) მიმწოდებელი – საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და შეუძლია ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა;
ვ) შემმოწმებელი – მიმწოდებლის შემოწმებაზე ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირი.
ზ) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამ