1. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მოსარგებლის 21 წლის ასაკის მიღწევა;

ბ) მოსარგებლის პირადი განცხადება;

გ) მოსარგებლის გარდაცვალება.

2. მოსარგებლეს ვაუჩერის დაფინანსება უწყდება ასევე მიმწოდებლის მიერ მოწოდებული  ინფორმაციის საფუძველზე, შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:

ა) მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით დადგენილ ვალდებულებებს და/ან საცხოვრისის კონცეფციით გათვალისწინებულ პირობებს და/ან სისტემატურად  არღვევს მართლწესრიგს;

ბ) მოსარგებლის ოჯახური და/ან სხვა მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში მუდმივად ცხოვრობდეს საცხოვრისში;

გ) მოსარგებლემ მიაღწია დამოუკიდებლობას და აღარ საჭიროებს ორგანიზაციის მხარდაჭერას (აქვს სტაბილური შემოსავალი, დამოუკიდებლად უძღვება საოჯახო მეურნეობას და ა.შ.);

დ) მოსარგებლე გაუჩინარდა და 2 კვირის განმავლობაში ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოს მიერ.

3. ვაუჩერის დაფინანსება წყდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომის მომდევნო თვიდა