1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

ბ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეშ