1. ქვეპროგრამაში სააგენტოს მეურვეობის ქვეშ მყოფი მოსარგებლეების ჩართვა ხორციელდება სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე.

2. სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობა უნდა მოიცავდეს:

ა) სააგენტოს ცნობას, რითაც დასტურდება, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, გარდა პირის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნისა;

ბ) სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნას, რითაც დასტურდება, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს და რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის შესახებ;

გ) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) მოსარგებლის თანხმობის ბარათს (დანართი №9-1), რომლითაც მოსარგებლე აკეთებს არჩევანს მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

3. სააგენტოდან მიღებული შუამდგომლობის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას (ქვეპროგრამის განმახორციელებლის ხელმძღვანელის ბრძანება) ქვეპროგრამაში მოსარგებლის ჩართვის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს მიმწოდებელს და სააგენტოს.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6 მოსარგებლე, ყოველთვიურად, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის თანხის ოდენობით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ, არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის ასაკის მიღწევამდე ან 21 წლამდე ვაუჩერის დაფინანსების შეწყვეტის სხვა საფუძვლის გამოვლენამდე.

5. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების რიგითობის მიხედვით, ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.

6. მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

7. მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, მიმწოდებელის მიერ დადგენილი ფორმით.

8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვეში მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ავტომატურად უქმდება. გამონაკლისს წარმოადგენს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

9. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს აწვდის განახლებულ ინფორმაციას მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახე