1. მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან შემმოწმებლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მოსარგებლესთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვი