1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს, ანაზღაურდება 2024 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. 2025 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად უგრძელდება 2026 წელს.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის, საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, იგი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართები