1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) სპეციალისტების გუნდის არსებობა შემდეგი შემადგენლობით: 1 ფსიქოლოგი, 1 სოციალური მუშაკი და/ან ახალგაზრდული მუშაკი.

გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების, ერთდროულად მინიმუმ 2 მოსარგებლისათვის მიწოდების შესაძლებლობა.

დ) საცხოვრებელი სახლის ფლობა მინიმუმ 1 საძინებელი ოთახით, 1 სამზარეულოთი, ინდივიდუალური სამეცადინო/სამუშაო კუთხით, 1 საერთო ოთახით და 1 სველი წერტილით. სახლი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯითა და ტექნიკით.

ე) ჩართული უნდა იყოს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“, „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში“, როგორც მომსახურების მიმწოდებელი.

2. მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვა