1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს ქვეპროგრამის ფარგლებში თანხის მიმღები პირების სიის ფორმირებას და უგზავნის მომსახურე ბანკს საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.

დანართი №2

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წე