1. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილზე 500 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში მათი რეგისტრაციის საფუძველზე, თუ პროგრამის მოსარგებლე ოჯახი ბავშვის დაბადების თარიღისთვის რეგისტრირებულია ქ. თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით.

2. 2025 წელს დაბადებულ ბავშვებზე დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2026 წლის 1 მარტამდე მოწოდებულ ბაზაში მათი რეგისტრაციის საფუძველზე, თუ პროგრამის მოსარგებლე ოჯახი ბავშვის დაბადების თარიღისთვის  რეგისტრირებულია ქ. თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არის.

4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 10 მარტამდე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ ახალშობილის მშობელი ახალშობილის დაბადების თარიღისთვის ფიქსირდება ქალაქ თბილისში ბაზაში 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახში. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შვილების დაბადების მოწმობების ასლები, რითაც დადასტურდება, რომ ერთ-ერთ მშობელს შეეძინა მესამე ან მომდევნო ახალშობილი.

5. ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემისას ქვეპროგრამის განმახორციელებელი ხელმძღვანელობს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში პროგრამის მოსარგებლე ოჯახის, ბავშვის დაბადების თარიღისთვის არსებული სარეიტინგო ქულით.

6. ფულადი დახმარება ირიცხება იმ პირზე (თანხის მიმღები პირი), რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია როგორც „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი“.

7. ოჯახი, კონკრეტულ თვეში, თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ ფულადი დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის, ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის, მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია თანხის მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახე