1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „ბაზა“) ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ახალშობილის ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე, მოიპოვებს უფლებას მიიღოს ერთჯერადი დახმარება ყოველი ახალშობილის დაბადებისას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. თუ მოსარგებლე დოკუმენტალურად დაადასტურებს, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღები ახალშობილი ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ იგი მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) მე-3 ახალშობილზე-300 (სამასი) ლარი;

ბ) მე-4 ახალშობილზე-500 (ხუთასი) ლარი;

გ) მე-5 და შემდეგ ახალშობილზე- 1000 (ათასი) ლარ