1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის პირები, ასევე 100 წლის და მეტი ასაკის პირები, რომლებსაც ამ 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ქვეპროგრამის მოსარგებლეები ასევე არიან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 100 წლის და მეტი ასაკის პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
2. ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობი