1.  ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება გაიცემა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მოსარგებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი წარდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, განცხადებას მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად, უნდა ერთოდეს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.

2. ფულადი დახმარების დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირის (ბენეფიციარის) პირად საბანკო ანგარიშზე.

3. პირები რომლებსაც 2025 წელს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურე ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 9 იანვრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თანხას მიიღებენ იმავე, აქტიურ საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის, ფულადი დახმარების მისაღებად ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ არი