1. ოჯახი, კონკრეტულ თვეში, თანხის მიღების უფლებას მოიპოვებს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობას სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ირიცხება მომსახურე ბანკის საშუალებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.

3. მომსახურე ბანკში პროგრამის მოსარგებლე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის აქტიური საბანკო ანგარიშის არ არსებობის პერიოდში, ოჯახისათვის ჩაურიცხავი თანხების ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ, მომსახურე ბანკიდან ინფორმაციის მოწოდების თვეში, მაგრამ არაუმეტეს ბოლო 6 თვის თანხის