1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის წინა თვის მდგომარეობის ამსახველი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლების სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას, ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს „ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რეესტრს.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის“ პირად საბანკო ანგარიშზე.

დანართი №4

„სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის განხორციელების წე