1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიმღებთა რეესტრის მომზადებას, მომსახურე ბანკიდან ბენეფიციართა აქტიური ანგარიშების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამავე თვის 10 რიცხვამდე სამსახურში შემოსული განცხადებების საფუძველზე.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართა რეესტრს ამზადებს 2025 წლის 20 იანვრამდე, მომსახურე ბანკიდან ბენეფიციართა აქტიური ანგარიშების არსებობის შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, დახმარების მიმღები პირების რეესტრს წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას დახმარების მიმღები პირის ანგარიშზ