1. მიმწოდებლისადმი ვაუჩერის თანხის ანაზღაურება ხორციელდება ყოველთვიურად, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2. მიმწოდებელი მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას: მოსარგებლეთა რეესტრს (ფორმას ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი) და ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს (ღონისძიებების დასახელება, მოსარგებლეთა რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, საერთო ღირებულება.