1. ქვეპროგრამის დაფინანსება   ხორციელდება   ქალაქ თბილისის   მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტით

განსაზღვრული ქვეპროგრამის „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება, არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს თვეში.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება ხორციელდება სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით).

4. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების მიმწოდებელს წარმოადგენს საცხოვრისი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

5. მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიე