1. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურების სახეებია:

ა) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა – მოსარგებლეზე მორგებული და მასთან  შეთანხმებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა-განვითარება.

ბ) საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი სახლი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, ინდივიდუალური სამეცადინო/სამუშაო კუთხით, საერთო ოთახით და სველი წერტილით, აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი, საერთო სარგებლობის საბაზისო ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ინვენტარით ასევე, სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი წყლით, გათბობით, ბუნებრივი აირით, ელექტრო-ენერგიით და ინტერნეტით.

გ) პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა – პროფესიული უნარების და კომპეტენციების განვითარებაში ხელშეწყობა, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარება (რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება), კარიერის დაგეგმვა.

დ) ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევა – მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ნებელობითი ფუნქციების განვითარება; კომუნიკაციის უნარების განვითარება; ემოციური ინტელექტის განვითარება; მოსარგებლისათვის დამატებითი რესურსების მოძიება.

ე) ცნობიერების ამაღლება – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თანხის და დროის მენეჯმენტის სწავლება.

ვ) განათლება – არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა.

ზ) ჯანმრთელობის დაცვა – პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერ