1. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს თვის პირველიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

2. მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი.

3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის ან/და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ან/და სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

4. მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, სამსახურის მიერ ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, მიმწოდებლისათვის თანხის ჩარიცხვის მოთხოვნი