1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპენსიო ასაკი – მამაკაცების შემთხვევაში 65 წლის მიღწევა, ქალების შემთხვევაში 60 წლის მიღწევა;
ბ) სოციალურად დაუცველი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“;
გ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
დ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
ე) მედიკამენტი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის სამკურნალოდ ან დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ვ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის მქონე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
ზ) მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს მედიკამენტების მიწოდებისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი მედიკამენტების მიღება.
თ) ელექტრონული მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა;
ი) მოთხოვნის ფორმა – ფორმა, რომელსაც გასცემს სამედიცინო დაწესებულება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმის მოდულში რეგისტრაციის შემდგომ;
კ) მოთხოვნის უნიკალური კოდი – სმს შეტყობინების სახით მიღებული უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უნდა წარადგინოს ბენეფიციარმა პირმა მომწოდებელ დაწესებულებაში მედიკამენტის მისაღებად. აღნიშნული კოდი მოცემული იქნება ასევე მოთხოვნის ფორმაზე;
ლ) ელექტრონული რეესტრი – გააქტიურებული და განაღდებული შემთხვევების აღწერა;
მ) მონიტორინგის განყოფილება – სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირ