1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც:
მომსახურების მიმწოდებლის/შემფასებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მომსახურების მიმწოდებელს/შემფასებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომსახურების მიმწოდებელს/შემფასებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლის/შემფასებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიე