1. მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მომსახურების მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვი