1. „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი: 06 02 26) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შინმოვლის თანადაფინანსების“ (კოდი 06 02 26) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შინმოვლის პროგრამა“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებშ